მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » ანეგდოტები
10:06 PM
ანეგდოტები
მოხუც მაროს ექიმი ეუბნება: 
– წნევა გაქვთ მაღალი, ქალბატონო. 
– უი, მამიკვდეს თავი! – შეიცხადა მარომ, – ეხლა მაგდენი სადღა შამიძლიან. წნევა ადრე რო მქონდა, ის იყო. სადაც დავაფსამდი, 80 სანტიმეტრი დიამეტრის ორმო ჩნდებოდა. 

* * * 
– ალო, ალო, ბატონი პროკოფი ხართ? 
– დიახ! 
– ძალიან გთხოვთ, ხვალ სადილად გვეწვიოთ მეუღლითურთ. 
– არ გეწყინოთ, მაგრამ არ გვცალია. 
– აგაშენათ ღმერთმა! 

* * * 
– მიხო, შენი ძროხა მართლა 30 ლიტრს იწველება, ჯო, ერთ ჯერზე? 
– მაა. 
– როგო ახერხებ, მითხარ, რა! 
– ლაპარაკი მუღამი მაქ მაგარი. 
– მაინცა? 
– დილით შავდივარ ბოსელში და ვეუბნები: აბა, ჩემო ბოჩოლ, რა გვაქვს დღეს, ბლომად რძე თუ ძროხის ხორცი? 

* * * 
კახელი საზამთროთი ვაჭრობს. მივიდა ერთი შხვართი გოგო და ეკითხება: 
– რა მოგცე ამ დიდ საზამთროში? 
– ვაა, – დაიმორცხვა კახელმა, – ჯერ იმი თქმისა მრცხვენია, რა უნდა მამცე, მერე კიდენა იმაი ვფიქრობ, დიდი კია, მარა ამ საზამთროზე როგორ დავეტევით ორივენი. 

* * * 
ტაქსისტს გოგო ჩაუჯდა მანქანაში. მძღოლი სარკიდან ათვალიერებს გოგოს. გოგომ შეამჩნია და აჯახა: 
– კაროჩე, რამდენს მომცემ, ახლავე რომ გავიხადო? 
– ვაა, რაღა უნდა გაიხადო, ყვაილოჯან? – უკვირს მძღოლს. 

* * * 
– ბალღო, რა სიტყვებ ხმარობ? ბომბიო, ტანკიო, გრანატაო... გინდა, პატრულმა დაგიჭიროი? – ეუბნება კახელი შვილს. 
– ეგ სიტყვები მე კი არა, გიტლერმა თქვა. 
– არ დაგინახო, მაგ გიტლერთან თამაშობდე, თორე თავ წაგაცლი, იცოდე. 

* * * 
– გაგიჟდები კაცი, – შესჩივის ერთი ექიმი მეორეს, – სულ დაკარგეს ნამუსი ამ პაციენტებმა. 
– რა მოხდა, კოლეგავ? 
– კაცო, ამ დილით ერთ პაციენტს ვუთხარი, არ გაცივდე, თბილად ჩაიცვი–მეთქი. იმას კიდევ თავისი ქურთუკი დაუტოვებია და ჩემი უფრო თბილი ქურთუკი წაუღია. 

* * * 
– ჩემი ცოლი იმდენ ფულს ხარჯავს კოსმეტიკაში, საცაა ჭკუიდან შევიშლები. 
– უმაკიაჟოდ თუ გინახავს შენი ცოლი? 
– არა. 
– ხო და დაგიფარა ღმერთმა, თვარა უკვე კაი ხნის შეშლილი იქნებოდი. 

* * * 
ნარკომანი მაგარ კაიფშია და თავის ძაღლს ჯოკერს ეთამაშება. 
– რა ჭკვიანი ძაღლი გყოლია, – ეუბნება მეორე ნარკომანი. 
– არც ისე, ძალიან სულელია. კაი კარტი რომ მოუვა, კუდს აქიცინებს სიხარულისგან და იშიფრება. 

* * * 
– მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი, – შესჩივის კაცი ძმაკაცს, – ჩემი ცოლი მაიძულებს, მასტიკა წავუსვა იატაკს. სულ ძირს ვხოხავ. 
– მე გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, – ეუბნება ძმაკაცი, – რომ გეტყვის ცოლი, მასტიკა წაუსვიო, მაგიდაზე მუშტი დაარტყი და დაიყვირე: "მორჩა, გათავდა!". 
ასეც მოიქცა. 
– რაო?! – წარბი ასწია ცოლმა, – რა გათავდა? 
– მასტიკა, – ამოიკნავლა ქმარმა. 

* * * 
ცოლ–ქმარი პლაჟზე წვანან. ქმარს ახალგაზრდა ქალებისკენ გაურბის თვალი. 
– კაცო, – შენიშვნას აძლევს გაბრაზებული ცოლი, – დაბერდი და თვალი მაინც ახალგაზრდა გოგოებისკენ გაგირბის?! 
– როგორ, ქალო, ბებერ ხარს მწვანე ბალახი კუჭს აუშლის?! 

* * * 
მარო უბნის პოლიციაში მივიდა: 
– ქმარი უმიზეზოდა მცემს. 
ქმარი დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს. ერთ თვეში მაროს ურეკავენ: 
– კიდევ გცემს ქმარი უმიზეზოდ? 
– არა, ახლა მიზეზს ვაძლევ ხოლმე.
 
კატეგორია: ანეგდოტები ♥ | ნანახია: 1487 | დაამატა: kala | რეიტინგი: 2.2/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება
კომენტარის დასამატებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია