მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » ლექსები სიყვარულზე ♥
არის წუთები როცა გტკივა,
როცა მოგონებები არ გაძლევენ ღიმილის უფლებას...
როცა ყოველი დღე თითქოს შავ-თეთრია,
თითქოს არცერთი დღე სითბოს არ გპირდება
და შუა გზაზე თეთრად გათენდება...
ალბათ მაღლა ცაში ღმერთი გაიღიმებს,
ყველა შენს ცოდვას თვალწინ დაგილაგებს...
მერე გულის ტკივილს მაშინ იგრძნობ,
მაშინ გაიხსენებ მცნებას ყოველივეს,
მხოლოდ მაშინ შესთხოვ უფალს შეწყალებას,
ალბათ წამოგივა ცრემლი სინანულის,
ვერ დაიმშვიდებ სულს აღელვებულს...
კვლავ გაიღიმებს ღმერთი მაღალი
იტყვის-"გულწრფელია,
უნაკლოა მისი სინანული"
და ლანდის სახით დაბლა დაეშვება,
მხარზე ხელს დაგადებს თბილი ღიმილით,
დაბეჩავებულს დიდი ტკივილით.
შენ დაიჩოქებ,პირჯვარს გადაიწერ
"გთხოვ მაპატიე უფალო ჩემო
ყოველი ჩემი სიმცირე სულის,
გთხოვ მაპატიე,გთხოვ მაპატიე
რომ არ ვუსმენდი შენს ხმას მდუმარეს,
რომ დავარღვიე წმინდა მცნებანი,
არასდროს შენთვის არ ამინთია
წმინდა ... კითხვის გაგრძელება »


მე მეფიქრებით
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მ ... კითხვის გაგრძელება »



ძილი უკვე მომერია ძლიერ,
გულსაც ისევ დაავიწყდა ფეთქვა,
არ მინდოდა დამეძინა ისე,
მენატრები შენთვის რომ არ მეთქვა!

... კითხვის გაგრძელება »