მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » დიდო მაღალო,ჩემო უფალო !!!
3:37 PM
დიდო მაღალო,ჩემო უფალო !!!
არის წუთები როცა გტკივა,
როცა მოგონებები არ გაძლევენ ღიმილის უფლებას...
როცა ყოველი დღე თითქოს შავ-თეთრია,
თითქოს არცერთი დღე სითბოს არ გპირდება
და შუა გზაზე თეთრად გათენდება...
ალბათ მაღლა ცაში ღმერთი გაიღიმებს,
ყველა შენს ცოდვას თვალწინ დაგილაგებს...
მერე გულის ტკივილს მაშინ იგრძნობ,
მაშინ გაიხსენებ მცნებას ყოველივეს,
მხოლოდ მაშინ შესთხოვ უფალს შეწყალებას,
ალბათ წამოგივა ცრემლი სინანულის,
ვერ დაიმშვიდებ სულს აღელვებულს...
კვლავ გაიღიმებს ღმერთი მაღალი
იტყვის-"გულწრფელია,
უნაკლოა მისი სინანული"
და ლანდის სახით დაბლა დაეშვება,
მხარზე ხელს დაგადებს თბილი ღიმილით,
დაბეჩავებულს დიდი ტკივილით.
შენ დაიჩოქებ,პირჯვარს გადაიწერ
"გთხოვ მაპატიე უფალო ჩემო
ყოველი ჩემი სიმცირე სულის,
გთხოვ მაპატიე,გთხოვ მაპატიე
რომ არ ვუსმენდი შენს ხმას მდუმარეს,
რომ დავარღვიე წმინდა მცნებანი,
არასდროს შენთვის არ ამინთია
წმინდა სანთელი !!!
თურმე ყოველთვის გვერდში მედექი,
არასდროს მარტო არ დამტოვებდი...
მე ვერ გხედავდი,მე ვერ გამჩნევდი
ალბათ ამიტომ ვისჯები მწარედ,
ალბათ ამიტომ მღრღნიან ფიქრები...
გთხოვ მაპატიე უფალო ჩემო 
გთხოვ მაპატიე ჩემი სიმცირე !!! "
უფალი დაიხრება,ჩუმად ჩაგჩურჩულებს სიტყვებს ნეტარეს
"შვილო ჩემო ადამიანო,გულს ნუ იტანჯავ,
შენ გულერფელი ხარ,მე ამას ვხედავ,
ვხედავ რომ გინდა განწმენდა სულის
ბევრი ცოდვისგან და დიდად ვწუხვარ
რომ ვერ მამჩნევდი,რომ ვერ მხედავდი...
ახლა ხომ ხედავ მე შენთანა ვარ,
როდის გინახავს დაჩაგრულისთვის 
მე ჩემი კალთა არ დამეფაროს ?! "
ეს თქვა და გაქრა,აფრინდა ცაში,
ისევ აფრინდა ლანდად და ჩუმად !!! 
შენ ისევ დახრი თვალებს ცრემლიანს
და იტყვი სიტყვებს ჩუმად და ნაზად
"სხვა თუ არავინ შენ ჩემთანა ხარ
დიდო მაღალო,ჩემო უფალო !!! "
კატეგორია: ლექსები სიყვარულზე ♥ | ნანახია: 1251 | დაამატა: kala | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება
კომენტარის დასამატებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია